ფეხბურთი

17:10 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებას და კონტრაქტის განახლებას ცდილობს

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის განახლებას აპირებს და ფეხბურთელიც არ არის წინააღმდეგი, რომ ნეაპოლში დარჩეს.

ოსიმენს „აძურისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ხელფასი 4.5 მილიონი ევროა, რაც გუნდში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. ნეაპოლელები მზად არიან მას ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივონ და ხელფასზე პრემიებიც დაუმატონ.

ცნობილია, რომ ოსიმენით რამდენიმე გუნდი იჩენს ინტერესს, მათ შორის, „ჩელსი“, „მანჩესტერი“ და „პარი სენ ჟერმენი“, მაგრამ როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისი მის შენარჩუნებას დამდეგ ზაფხულსაც ეცდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზეც მუშაობს. სავარაუდოდ, ქართველს ხელშეკრულებას ერთი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ, ხოლო ხელფასს გაუორმაგებენ.

0.124825