ფეხბურთი

16:32 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ძაკერონი თავის ტრავმის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი საავადმყოფოში მოხვდა. ის თავის სახლში დაეცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ 69 წლის სპეციალისტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ალბერტო ძაკერონი „უდინეზეს“, „მილანის“, „ლაციოს“, „ინტერის“, „იუვენტუსის, და იაპონიის ნაკრებისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით „მილანი“ 1999 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა.

0.114641