ლონდონის „ჩელსიმ“ ტიაგო სილვასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შედეგადაც ვეტერანი ბრაზილიელი ინგლისურ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
სილვას ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით განაახლეს.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას აქ გავაგრძელებ. როდესაც აქ ჩემს პირველ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ის მხოლოდ ერთი წლით იყო გათვლილი. ახლა უკვე მეოთხეა! ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია კონტრაქტის გაფორმება და „ჩელსიში“ დარჩენა", - განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, ტიაგო სილვა „ჩელსის“ 2020 წელს პსჟ-დან შეუერთდა და მას შემდეგ 106 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.