კალათბურთი

12:14 | 11.02.2023 | ნანახია 959 - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 10 წუთი და "მილუოკის" გამარჯვება "კლიპერსთან"

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და 119:106 გაიმარჯვა. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 8 ქულით მოიგეს.

მამუკელაშვილმა 10:26 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.

„მილუოკიში“ საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 35 ქულა 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო „კლიპერსს“ ბრენდონ ბოსტონმა 20 ქულით ულიდერა.

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 მოგებით და 17 წაგებით ლიდერ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 თებერვალს, კონფერენციის ლიდერ „ბოსტონთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:59 | 14.02.2023
კართაგენი28 (12606)

Ფილამ დედმონი დაიმატა და რავიცი როსტერში ადგილი დედმონის გამო რატო შეავსო გაუგებარია ) ჰარელის გარდა ბექაფ ცენტრი არ ყავს გუნდს , მაგრამ დედმონიც არ გამოდგება არაფერში და ცოტა უაზრო სვლა იყო

09:57 | 14.02.2023
კართაგენი28 (12606)

Დალასის დაცვა რომ საშინელება იქნბოდა კი ვთქვი კაირის ტრიდის მერე და ეხლა საქმეშიც კიდევ უფრო საშინელია ) ჯასტინ ჰოლიდიე დაიმატეს ბაიაუთით და კარგი შევსებაა ) ჯრუს ძმა მართლა ნორმალური და გამოცდილი ვინგია და როტაციიდან აუცილებლად გამოადგებათ

09:54 | 14.02.2023
კართაგენი28 (12606)

მართალი უთქვამს ინდიანას ჯემს და გოგას ნაღდად გაუმართლა ამ სეზონში გუნდი რომ იშოვა ) მოკლედ სპურსი და ჰორნეტსი იყო იდეალური ვარიანტი , თუმცა ორლანდოსაც არაუშავს
2 წლიანი კონტრაქტი კი გაუფორმა ორლანდომ , მაგრამ შემდეგ სეზონში team option აქვს მეჯიქს და ცხადია გარანტირებული არ აქვს რომ დატოვეს და მაქსიმალურს უნდა ეცადოს გოგა და დაამტკიცოს რომ არის ღირსი ნბაში ყოფნის ))
ორლანდოს რაც შეეხება უპესპექტიულესი გუნდია და კი ვთქვი რამდნიმე ხნის წინ რომ მომდვნო სეზონში ფლეიოფს დადებსთქო და შემდეგ გაცილბით მეტიც შეუძლია
Ნუ გოგას შანსებს რაც შეეხება ორლანდოში მაგრად რომ უყვართ ცენტრები და ზოგადად მაღალი მოთამაშეები ეგ ცნობილი ამბავია და მაღალი როსტერით თამაშობენ ამ სეზონში ) რეალურად ვენდელ კარტერის გარდა ნომინალური ცენტრი არ ყავთ , მაგრამ ბოლ ბოლიც და ბენჩეროც თავისუფლად დგებიან ცენტრზე ) მოკლედ ვნახოთ , ტყუილად არ აიყვანდნენ და 10 წუთი კი მიეცემა როტაციიდან და მაგ დროში მაქსიმალური უნდა გაწუროს )))

09:42 | 14.02.2023
zviadi-shxefi (6306)

გოგამ ორლანდოსთან გააფორმა 2 წლუანი კონტრაქტი

0.143258
2250