ფეხბურთი

0:23 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ მიწისძვრით დაზარალებულ თურქ და სირიელ მოსახლეობას მიმართა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ხალხს მიმართა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მოსახლეობა გაამხნევა.

„საშინელმა მიწისძვრამ, რომელიც თურქეთსა და სირიაში მოხდა, ყველა ჩვენგანის სულიც შეარყია. უნდა დავანახოთ ჩვენი სიახლოვე იმ მოსახლეობას, რომლებიც განიცდიან ამ დრამატულ მოვლენას და ყველა გმირს, ვინც მათ ეხმარება“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 20 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები თურქეთსა და სირიაში ჯერ კიდევ გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111558