ფეხბურთი

23:23 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე სამი ნომინანტი დაასახელა

ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული სამი ფეხბურთელი დაასახელა - ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა და კილიან მბაპე.

Fifa The Best 2022 წლის ჯილდოს შესაბამისად, ზემოხსენებული სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი მოიგებს. გასული წელი სამივეს წარმატებული ჰქონდა: მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მბაპე იმავე მუნდიალზე გამორჩეული იყო, ხოლო ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოგეხსენებათ, კარიმმა გასული წლის ბოლოს „ოქროს ბურთიც“ დაისაკუთრა.

Fifa The Best-ი გამოკითხვა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებსა და კაპიტნებს შორის 2016 წლიდან ტარდება. ეს ჯილდო 2016-2017 წლებში ზედიზედ კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა, 2019 წელს ლიონელ მესიმ, ხოლო ბოლო გამოკითხვა რობერტ ლევანდოვსკის ტრიუმფით დასრულდა.

ფიფა გამარჯვებულს 27 თებერვალს დაასახელებს. იმავე დღეს გამოვლინდებიან წლის საუკეთესო მწვრთნელი, მეკარე და სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები.

0.122246