ფეხბურთი

21:20 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ჩვენ უკვე გაგვასამართლეს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბის შესახებ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, „სიტის“ 2009-2018 წლებში 100-ზე მეტ ფინანსურ დარღვევაში ადანაშაულებენ, რის გამოც პრემიერლიგიდან დაქვეითება და ტიტულების ჩამორთმევაც კი ემუქრება.

„კლუბმა დაამტკიცა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა, მაგრამ რაც ოთხშაბათს მოხდა, ჩვენთან მიმართება უკვე მოხდა უეფასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც - ჩვენ უკვე გაგვასამართლეს.

პრემიერლიგაში 19 კლუბია, რომლებიც გვდებენ ბრალს და არ გვაძლევენ თავის დაცვის საშუალებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უდანაშაულო ვიქნებით. ცხადია, პროცედურა პრემიერლიგამ გახსნა, მაგრამ არ ვიცი, ამ თემაზე სხვა კლუბების ხელმძღვანელებს რატომ ეკითხებიან. ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, სხვა კლუბებიც შეიძლება დაადანაშაულონ.

ისინი ამბობენ, რომ სწორად არ ვიქცეოდით, მაგრამ თავის დაცვის უფლება გვაქვს, რადგან გვჯერა, რომ სწორად ვიმოქმედეთ. „ბარნლი“, „ვულვზი“, „ლესტერი“, „ნიუკასლი“, „ტოტენჰემი“, „მანჩესტერი“, „ლივერპული“, „არსენალი“, „ჩელსი“ ითხოვენ, რომ ევროთასებიდანაც მოგვხსნან, უნდათ წაგვართვან პოზიცია, რომელიც მოედანზე თამაშით დავიმსახურეთ.

ახლა ადვოკატებმა უნდა დაიცვან კლუბი, არ ვიცი, როგორ დამთავრდება და რამდენ ხანს გაგრძელდება, ერთი, ორი თუ სამი თვე. საბედნიეროდ, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანი უდანაშაულოა, სანამ დანაშაული არ დაუმტკიცდება. თუმცა, ჩვენთან მიმართებაში ასე არ არის, რადგან უკვე გაგვასამართლეს.

შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ კლუბიდან არ წავალ, ახლა უფრო მეტად მინდა აქ დარჩენა“, - თქვა გვარდიოლამ.

0.115186