ფეხბურთი

20:45 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი "ბაიერნთან" ითამაშებს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის, ლიონელ მესის ტრავმა, როგორც ჩანს სერიოზული არაა და „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ „მონაკოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი „ბაიერნთან“ შეხვედრისთვის მზად იქნება.

სამაგიეროდ, მესი არ არის „მონაკოსთან“ თამაშის განაცხადში, რადგან პარიზელები რისკზე წასვლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენს“ კილიან მბაპეც ტრავმირებული ჰყავს. პსჟ-სა და „ბაიერნის“ მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

0.114735