ფეხბურთი

15:54 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "სასიამოვნო გრძნობაა 4 გოლის გატანა"

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატში შესრულებული პოკერისა და შიდა ჩემპიონატებში 500-გოლიანი ნიშნულის გადალახვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სასიამოვნო გრძნობაა 4 გოლის გატანა და 500-გოლიანი ნიშნულის გადალახვა, თანაც გუნდის სოლიდური გამარჯვებით“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრში“ 4 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120118