ფეხბურთი

14:34 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "რასაც ვარჯიშებზე ვუყურებ, ზივზივაძე დიდ იმედს იძლევა"

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა. მან ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი „ფიურტთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა და არ გამორიცხა, რომ ითამაშოს.

„ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ის სამატჩო განაცხადში მოხვდეს. თუმცა, მე-2 ბუნდესლიგასთან შესაგუებლად ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ეს ნორმალურია, როცა სხვა ლიგიდან მოდიხარ. რასაც ის ვარჯიშებზე ბურთით კარის წინ აკეთებს, ნამდვილად დიდ იმედს იძლევა“, - თქვა აიხნერმა.

„კარლსრუე“ „ფიურტს“ დღეს დაუპირისპირდება და 8-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ეცდება, რომელიც სათავეს 7 ოქტომბრიდან იღებს. მას შემდეგ გერმანულმა გუნდმა მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და მეორე ბუნდესლიგაში 19 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ რამდენიმე დღის წინ გადავიდა და ჯერ არ უთამაშია. მან კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

0.109925