ფეხბურთი

13:59 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის კლუბები "მანჩესტერ სიტის" დაქვეითებას ითხოვენ

„მანჩესტერ სიტის“ პრობლემები აქვს და კლუბს 115-ზე მეტ ფინანსურ დარღვევებში ედავებიან. სწორედ ამიტომ, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა და 20-ვე კლუბის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს. მათ შორის იყო, „მანჩესტერ სიტი“ და სუპერლიგის ახალი პროექტი, რომელიც პრემიერლიგაში ძალიან აშფოთებთ.

თავის მხრივ, პრემიერლიგის დანარჩენი 19 კლუბი „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური გადაცდენით ძალიან უკმაყოფილოა და შეხვედრაზე „ქალაქელების“ ქვედა ლიგაში დაქვეითება მოითხოვეს. რა თქმა უნდა, ამას კლუბები და პრემიერლიგა ვერ გადაწყვეტს, ყველაფერი სასამართლომ უნდა დაადგინოს.

აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ თავის დასაცავად ძლიერი ადვოკატი დაიქირავა, რომელიც ბორის ჯონსონისთვის მუშაობდა და ერთ-ერთი საქმე ბრიტანეთის მთავრობასაც მოუგო.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ 2009-2018 წლებში ფინანსურ დარღვევებზე ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არაა გამორიცხული კლუბი პრემიერლიგიდან გააგდონ, ამასთან ხსენებულ პერიოდში ტიტულები ჩამოართვან, მათ შორის, პრემიერლიგის სამი ჩემპიონობა.

0.113759