თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს „ჰატაისპორი“ ჩაეხსნა. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, განსაკუთრებით ქალაქი ჰატაი დაზარდა, რომლის კლუბი „ჰატაისპორია“ და ახლა იქ ფეხბურთისთვის არავის სცალია.
შედეგად, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში არ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია კლუბს სუპერლიგაში ადგილს შეუნარჩუნებს და ანტაკიელები მომდევნო სეზონში ისევ უმაღლეს დივიზიონში ითამაშებენ.
„ჰატაისპორში“ საბა ლობჟანიძე თამაშობს და ჯერჯერობით უცნობია, მომდევნო სეზონამდე მას კლუბი სხვაგან თამაშის უფლებას მისცემს თუ არა. ქართველ ფეხბურთელს სუპერლიგის ამ სეზონში 21 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ „ჰატაისპორის“ ფეხბურთელის, კრისტიან ატსუს ნანგრევებში პოვნის ფაქტი არ დადასტურდა. სამი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ განელი ფეხბურთელი, რომელიც „ჩელსისა“ და „ნიუკასლში“ თამაშობდა, ნანგრევებში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლე არ გამოდგა.
„ჰატაისპორის“ მთავარმა მწვრთნელმა ვოლქან დემირალმა განაცხადა, რომ არც კრისტიან ატსუ და არც კლუბის სპორტული დირექტორი ნაპოვნი არაა...