ფეხბურთი

12:02 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ შესაძლოა "ბაიერნთან" ვერ ითამაშოს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ პირველი თამაში გამოტოვოს.

L’Equipe-ს ცნობით, საფრანგეთის თასის მერვედფინალში „მარსელთან“ მატჩში (1:2) არგენტინელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც ლიგა 1-ის უახლოეს შეხვედრაში „მონაკოსთან“ არ ითამაშებს.

ჯერჯერობით, უცნობია, იქნება თუ არა, მზად „ბაიერნთან“ თამაშისთვის, რომელიც 14 თებერვალს პარიზში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს მიუნხენელთა წინააღმდეგ კილიან მბაპე ვერ დაეხმარება. შესაბამისად, მესიც თუ ვერ გავიდა მოედანზე, საფრანგეთის ჩემპიონის შანსი გერმანულ გრანდთან მნიშვნელოვნად შემცირდება.

0.115891