ლებრონ ჯეიმსმა "ოკლაჰომასთან" მატჩში, მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე მეტოქის კალათში 2-ქულიანი მოათავსა, მაგრამ ეს სულაც არ იყო რიგითი 2 ქულა...
ლებრონი ამ ზუსტი სროლით NBA-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა 38 388 ქულით და 39 წლის განმავლობაში ხელუხლებელი კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გააუმჯობესა.