ევროლიგის 24-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 75:92 წააგო. სხვაობა კიდევ არ არის ისეთი, როგორც თამაში მიმდინარეობდა, რადგან ესპანელებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს.
მეორე პერიოდის დასაწყისში „ვირტუსმა“ „ბარსასთან“ მიახლოება მოახერხა და ანგარიში 23:24 იყო, მაგრამ ამის შემდეგ კალათბურთს მხოლოდ სტუმარი გუნდი თამაშობდა. „ბარსამ“ 21:0 გაქცევა მოაწყო და 45:23 დაწინაურდა, როდესაც შენგელიამ, როგორც იქნა, თავისი გუნდის უქულო პერიოდი დაასრულა და 2 ქულა ჩააგდო. „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კი უმალვე წუთშესვენება აიღო.
კატალონიელებმა ბოლონიელთა რბევა გააგრძელეს: 23:24-დან „ვირტუსი“ ანგარიშში 31:65 ჩამორჩა! აღსანიშნავია, რომ თითქმის 15 წუთის განმავლობაში იტალიელებმა მხოლოდ 8 ქულა ჩააგდეს და 8-ვე შენგელიას ანგარიშზე იყო.
ბოლო პერიოდის წინ „ბარსელონა“ 35 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდში თავს მოდუნების უფლება მისცა, რის ხარჯზეც სერჯო სკარიოლოს გუნდმა სხვაობა შეამცირა. დასკვნითი მეოთხედი ბოლონიელებმა 36:18 მოიგეს, მაგრამ ცხადია, მაინც სოლიდური ანგარიშით წააგეს.
თორნიკე შენგელიამ 17:20 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონია“ 11 მოგებით და 13 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 თებერვალს, სტუმრად „ბასკონიასთან“ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასწრაფოდ მოვითხოვ ზიზუს პსჟ-ს ტრენერად დანიშვნას)))
ეს გონია დინამოსაც დაცვაში დაუჯდება.აზრზე არაა ტიპი და ხალიფას მო..ან გამჩენი ჯერ იმის გამო ბარსა დაანგრია(ნეი-ლეო წაგვართვა) და მერე ახლა იმის გამო რომ ეს მზე ყავს ტრენერად
ეს რა მზეა მოგეშლება კაცს ნერვები.ხო ლაიპციგს დაუჯექით დაცვაში.მოაშორონ დროზე თუ უნდათ ლიგის მოგება