ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია დაშავდა. ქართველმა მეკარე ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ნეა სალამისთან“ შეხვედრაში მიიღო, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.
ლორიამ მოედანი 79-ე წუთზე დატოვა. ქართველი მეკარის მოედნიდან გასაყვანად სპეციალური საკაცეც გახდა საჭირო. ჯერჯერობით, უცნობია, ტრავმის ხარისხი, ეს უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს წლის პირველი მატჩები მარტის ბოლოს ელოდება.