თურქეთში ქართული კლუბები მოსამზადებელ ეტაპზე გამოდიან და დღეს ამხანაგური მატჩები „დინამო ბათუმმა“ და „დინამო თბილისმა“ ჩაატარეს.
ჩემპიონი დამარცხდა, ვიცე-ჩემპიონმა მოიგო. „დინამო ბათუმმა“ ლატვიური „ლიეპაია“ ირაკლი ბიძინაშვილის, პაატა ღუდუშაურისა და გიორგი ზარიას გოლებით დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
„დინამო თბილისი“ ლატვიის ვიცე-ჩემპიონ „რიგას“ გაეჯიბრა და 1:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პირველი ტაიმის მერე 0:4 მარცხდებოდა, მეორე ნახევარში კი ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
„დინამო თბილისი“ და „დინამო ბათუმი“ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ამხანაგურ მატჩს კიდევ ჩაატარებენ.