ფეხბურთი

0:45 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე სამი ნომინანტი დაასახელა

ფიფამ 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე სამი ნომინანტი დაასახელა - კარლო ანჩელოტი, ლიონელ სკალონი და პეპ გვარდიოლა.

მოსალოდნელია, რომ გამარჯვებას სკალონი მოიპოვებს, რადგან მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თავის მხრივ, ანჩელოტიმ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. პეპ გვარდიოლას კი ნომინანტ სამეულში მოსახვედრად პრემიერლიგის მოგებაც ეყო.

აქვე გეტყვით, რომ ფიფა საუკეთესოს 27 თებერვალს დაასახელებს. იმავე დღეს დასახელდა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებშიც გამოვლინდებიან.

0.120399