ფეხბურთი

21:48 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ბარსელონა" ფინანსური კრახისგან ვიხსენით"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, მან კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის ძმის კომენტარზე და ასევე ილაპარაკა კლუბის გაუმჯობესებულ ფინანსურ მდგომარეობაზე.

„ლეო მესი „ბარსელონას“ ისტორიის ნაწილია. მას პატივს ვცემ, ახლა პსჟ-ს ფეხბურთელია და ამიტომ არ ვისაუბრებ. მისმა ძმამ ბოდიში მოიხადა, ეს ამბავი და მისი სიტყვები მესისთან კლუბის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.

ჩვენ ფეხბურთელები 215 მილიონ ევროდ დავიმატეთ და 141 მილიონ ევროდ გავყიდეთ. კონკურენტუნარიანი გუნდი 74 მილიონად შევქმენით. სახელფასო ფონდი დაახლოებით 100 მილიონი ევროთი შევამცირეთ და კიდევ ვგეგმავთ 70 მილიონით შემცირებას. „ბარსელონა“ ფინანსური კრახისგან გადავარჩინეთ“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115399