ფეხბურთი

21:15 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლომ მაისურის ნომერი "გალათასარაის" დაღუპული 17 წლის ფანის საპატივცემულოდ აირჩია

სტამბოლის „გალათასარაის“ ახალწვეულმა ნიკოლო ძანიოლომ თურქულ კლუბში 17 ნომრიანი მაისური აირჩია, რასაც განსაკუთრებული მიზეზი აქვს.

არჩევანი ეძღვნება 17 წლის გულშემატკივარს, მუჰამედ ემინ იოზქანს, რომელიც 17 წლის იყო და მიწისძვრას ემსხვერპლა.

იოზქანმა რამდენიმე დღის წინ ძანიოლოზე ვიდეო გააკეთა და ტვიტერზე გამოაქვეყნა. ის ძალიან გახარებული იყო, რომ მისი საყვარელი გუნდი იტალიელ შემტევს იმატებდა, თუმცა, სანამ ტრანსფერი გაოფიციალურდა, დაიღუპა...

ძანიოლომ ბიჭის შექმნილი ვიდეო ნახა და მის პატივსაცემად გადაწყვიტა, რომ 17-ნომრიანი მაისური აერჩია, რადგან ემინ იოზქანი 17 წლის ასაკში დაიღუპა.

0.114698