ფეხბურთი

19:32 | 9.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ფედელე: "სეზონის წინ კვარაცხელიასა და ოსიმენზე 1 ევროსაც არ დავდებდი, მაგრამ ახლა გაოცებული ვარ"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების აგენტმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

ფედელეს ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, თუმცა აღიარა, რომ სეზონის წინ მისგან ასეთ თამაშს ვერ წარმოიდგენდა და ამაზე 1 ევროს ფსონსაც კი არ გააკეთებდა. ფედელე დარწმუნებულია, რომ 100 მილიონზე მეტის შემოთავაზების შემთხვევაში „ნაპოლი“ ქართველსაც გაყიდის და ნიგერიელსაც, რაც სწორად მიაჩნია.

„ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი? ზაფხულში მათზე ერთ ევროსაც კი არ დავდებდი. თავიდან მეგონა, რომ ქართველი და ნიგერიელი საფეხბურთო ენაზე ძალიან განსხვავებულად საუბრობდნენ.

სეზონის პირველ თამაშებში კვარაცხელია რასპადორისთან უფრო შეთამაშებული მეჩვენებოდა. სამაგიეროდ, გაოცებული დავრჩი ოსიმენის პროგრესით ტექნიკური თვალსაზრისით და იმ დამატებითი შესაძლებლობებით, რაც აფრიკელმა ფორვარდმა „ნაპოლის“ მისცა.

დე ლაურენტისმა ინტერვიუში სიმართლე არ თქვა ოსიმენისა და კვარაცხელიას შესახებ: თუ ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებებს მიიღებს, „ნაპოლი“ მათ გაყიდის. ყველაფერს ფასი აქვს. კლუბმა ძალიან თამამად იმუშავა, რამაც საოცარი ტექნიკური და ეკონომიკური შედეგი გამოიღო და არც შეიძლება ამ გზიდან გადახვევა. 120 მილიონ ევრო ოსიმენი დაუყოვნებლივ უნდა გაიყიდოს“, - თქვა ფედელემ.

0.122443