ფეხბურთი

17:53 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის ძმამ ბოდიში მოიხადა: "ეს ხუმრობა იყო, რეალურად ასე არ ვფიქრობ"

ლიონელ მესის ძმამ, მატიას მესიმ გუშინ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და რეალურად იმავეს არ ფიქრობს.

„ჩემს შვილთან და მეგობრებთან ერთად ვხუმრობდი. როგორ შეიძლება ასე ვფიქრობდე ისეთ გუნდზე, როგორიც „ბარსელონაა“? კლუბზე, რომელმაც ყველაფერი მისცა ლეოს და ჩემს ოჯახს. ჩვენთვის კატალონია მეორე სახლია და ეს ყველამ იცის. ძალიან ვწუხვარ, ყველას ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით ბარსელონელ მეგობრებს. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ინსტაგრამის ექაუნთი მაქვს“, - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ მატიას მესიმ გუშინ მისი ძმის „ბარსელონაში“ დაბრუნება გამორიცხა და კატალონიელებს მოღალატეები უწოდა. ასევე თქვა, რომ მესიმდე „ბარსელონას“ შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11935