ფეხბურთი

16:19 | 9.02.2023 | ნანახია 2273 - ჯერ

გიორგი მიქაუტაძით ორი იტალიური კლუბი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იტალიური კლუბების, „ჯენოასა“ და „უდინეზეს“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გენუელთა მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო პირადაა დაინტერესებული მიქაუტაძის გადაბირებით, ხოლო უდინელები მას ბეტოს შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები და ფინანსური კუთხე არ ხმაურდება.

მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ცხადია, ფრანგული კლუბი მას კომპენსაციის გარეშე არ შეელევა. „უდინეზე“ ამჟამად სერია A-ში თამაშობს, ხოლო „ჯენოა“ სერია B-შია, მაგრამ ელიტაში გადასასვლელად იბრძვის.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ლიდერია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:28 | 09.02.2023
dubligi (1492)

თავიდანვე მომეწონა მიქაუტაძე მე პირადად..ნაკრებში ამ პოზიციაზე ესაა, ზივზივაძე და ვოლკოვი. მე ვფიქრობ ორივეს ჯობია. იტალიაში თუ გადავა ძალიან კარგი, უნდა მოსცილდეს ფრანგულ-ბელგიურ ფეხბურთს.

0.118172