ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა მიუნხენში მიმდინარე ქალთა გრან პრის გათამაშების მეექვსე ტურში. ნანას მეტოქეს ჩინელი ჟუ ჯინერი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მეექვსე ტურში ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ამრიგად, ძაგნიძე ინარჩუნებს ადგილს საპრიზო სამეულში.
მომდევნო ტურში ქართველის მეტოქე პოლონეთის წარმომადგენელი, ალინა კაშლინსკაია იქნება.
სატურნირი ცხრილი:
- ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 5 ქულა;
- ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 3,5 ქულა;
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი) - 3,5 ქულა;
- ალინა კაშინსკაია (პოლონეთი) - 3 ქულა;
- ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) – 3 ქულა;
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 3 ქულა;
- ტან ჟონგი (ჩინეთი) – 3 ქულა;
- ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) - 3 ქულა;
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 3 ქულა;
- ჟუ ჯინერი (ჩინეთი) - 2,5
- ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი) - 2
- დინარა ვანგერი (გერმანია) - 1,5
ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 ქალი-მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 15 000 ერგება.
ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან თითოეული მონაწილისთვის 3 ტურნირშია სავალდებულო თამაში.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი