„მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი, უეინ რუნის პრემიერლიგურ მიღწევას გაუტოლდა - გვამცნობს პრემიერლიგის ტვიტერი.
რაშფორდი 2012 წლის შემდეგ, „მანჩესტერის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ პრემიერლიგის ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა გოლი. უეინ რუნიმ ეს 2012 წელს მოახერხა.
9 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის გადადებულ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლიდსს“ დაუზავდა (2:2). რაშფორდმა ერთი გოლი გაიტანა.
მარკუსმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„მანჩესტერი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-3 ადგილზეა.