ფეხბურთი

2:25 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ საფრანგეთის თასის მერვედფინალიდან "მარსელმა" გააგდო (+VIDEO)

„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის თასისთვის ბრძოლას მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა, მას შემდეგ, რაც „მარსელთან“ წააგო.

„ველოდრომზე“ იგორ ტუდორის გუნდმა მრისხანე მეტოქეს, რომელიც საუკეთესო შემადგენლობით თამაშობდა (მხოლოდ კილიან მბაპეს აკლდა ტრავმის გამო), ყველაფერში აჯობა და დამსახურებულად მოიგო.

ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ალექსის სანჩესმა პენალტი ზუსტად შეასრულა და „ოლიმპიკი“ დააწინაურა. პარიზელებმა ტაიმი მაინც არ წააგეს, რადგან სერხიო რამოსმა გათანაბრება მოახერხა. თუმცა, „მარსელი“ გაცილებით მოტივირებული იყო და საწადელსაც მიაღწია: 57-ე წუთზე რუსლან მალინოვსკიმ გაიტანა და როგორც გაირკვა, ამ გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ „მარსელმა“ პსჟ საკუთარ მოედანზე 2011 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. ტუდორის გუნდი მეოთხედფინალშია, ხოლო პსჟ ასპარეზობას გამოეთიშა.

„მარსელი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 სანჩესი (31, პენ), 1:1 სერხიო რამოსი (45), 2:1 მალინოვსკი (57)

თეგებიპსჟმარსელი
0.11388