ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო „ნაპოლით“ აღფრთოვანებულია და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი არ შეაქოს. როგორც მან თქვა, მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.
„ნაპოლი“ ევროპაში ყველაზე ლამაზი გუნდია. შეგვიძლია ათასი რაღაც ვთქვათ, მაგრამ ეს მაინც ყოველთვის ცოტა იქნება „აძურის“ შესახებ. სპალეტიმ შთამბეჭდავი ხარისხის, ესთეტიკისა და სიმწიფის გუნდი ჩამოაყალიბა, ყველაფერი იდეალურად მუშაობს. სექტემბრიდან დღემდე ევროპის ულამაზესი გუნდი ვნახეთ. სეზონის სტარტზე ბევრი კითხვის ნიშანი იყო, მაგრამ მოედანზე კვარაცხელია დამანგრეველია, ოსიმენმა ძალიან მოუმატა და კიმი მარსიდანაა“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს.