ლიონელ მესის ძმამ მატიას მესიმ განაცხადა, რომ ლეო „ბარსელონაში“ არ დაბრუნდება. როგორც მან აღნიშნა, „ბარსა“ ცნობადი გუნდი მესის წყალობით გახდა, მაგრამ კლუბში მას უღალატეს.
„დაივიწყეთ! ჩვენ არ დავბრუნდებით „ბარსელონაში“. თუ ეს ოდესმე მოხდება, ეს ნიშნავს, რომ კლუბში ყველაფერი გასუფთავდა, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას კლუბიდან წასვლის ჩათვლით. ჩემი აზრით, „ბარსელონა“ პოპულარული და ცნობადი, მხოლოდ მესის დროიდან გახდა. კატალონიელები მოღალატეები არიან. პედრი თუ გავი? არცერთი მომწონს“, - ციტირებს მატიასის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2021 წლამდე თამაშობდა, მაგრამ შემდეგ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. არგენტინელ ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.