საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სამშაბათის მატჩები შეაჯამა და გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში გამოარჩია.
„გასულ კვირას ჩვენ „ლენოვო ტენერიფეს“ დაცვით თამაშზე გავაკეთეთ აქცენტი და ამ კვირაშიც იგივეს თქმა მოგვიწევს, რადგან ჩუს ვიდორეტას ბიჭებმა „ბილბაოს“ 70 ქულაზე ნაკლები ჩააგდებინეს“
„ტენერიფემ 3 თამაშში საშუალოდ 63.3 ქულა ჩააგდო, რას ისეთი გუნდებთან, როგორებიც „ბილბაო“, „მურსია“ და „დარუშაფაკაა“, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის იბრძვიან, საკმაოდ რთული შესასრულებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი შერმადინია, რომელმაც გუშინდელ მატჩში 22 ქულა ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც 800-ქულიან ნიშნულს გადააჭარბა.“
„ვოიტეჰ ჰრუბანი კვლავ ლიდერობს ტურნირს 996 ქულით, თუმცა შერმადინს ახლა 814 ქულა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის 184 ქულაა. თუ ტენერიფე ¼ ფინალში გავა და სამ თამაშს კიდევ იქ ითამაშებს, ფინალურ ოთხეულს მიაღწევს და იქაც ორს დაამატებს, შერმადინს 8 შეხვედრა გამოუვა, რომ ჰრუბანს ამ სეზონშივე დაეწიოს. ეს თამაშში 23 ქულაა. მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ამაზე უცნაურ ამბებსაც ვართ მიჩვეული ამ ლიგაში“ - წერია სტატიაში.
შერმადინმა „ბილბაოს“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მესამე მატჩში 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 22 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა და მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. „ლენოვო ტენერიფემ“ მეტოქე 78:66 დაამარცხა და ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა.