ფეხბურთი

12:49 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრებმა დაადასტურა: დომენიკო ტედესკო „წითელ ეშმაკებს“ გაწვრთნის

მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დომენიკო ტედესკო ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმუშავებდა, უკვე ოფიციალურად დადასტურდა.





იტალიელ-გერმანელმა სპეციალისტმა „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მარტინესი ჩაანაცვლა, რომელიც სამუშაოდ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში წავიდა.

ტედესკომ კონტრაქტს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე მოაწერა ხელი:
„ჩემთვის დიდი პატივია ბელგიის ნაკრების თავკაცობა. სამუშაოს დაწყებას მოუთმენლად ველოდები და ძალიან მოტივირებული ვარ. პირველივე გასაუბრებიდან ძალიან კარგი გრძნობა მქონდა დაუფლებული.“

დომენიკო ტედესკო სხვადასხვა დროს „ერცგებირგე აუეს“, „შალკე 04“-ის და მოსკოვის „სპარტაკის“ დამრიგებლად მუშაობდა, 2021/22 სეზონში კი ის „ლაიფციგს“ წვრთნიდა, რომლის რიგებშიც გუნდს 20 თამაში მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113544