ფეხბურთი

12:22 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

UEFA: „ნაპოლიმ“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კვარაცხელია კი სენსაციური იყო“

ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე 1 კვირა დარჩა, UEFA-მ კი ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ნაპოლის“ ჯგუფური ეტაპი გამოარჩია და მის ძლიერ მხარეებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:



„საიდან დავიწყოთ? „ნაპოლიმ“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. „ნაპოლი“ საოცრად კარგია, თითქმის სრულყოფილი ჯერჯერობით. მათ გაანადგურეს „ლივერპული“, „რეინჯერსი“ და „აიაქსი“ და ჰქონდათ იტალიური გუნდების მხრიდან საუკეთესო სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, ისინი ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობენ. ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და პიოტრ ჟელინსკი, ეს იმ რამდენიმე მოთამაშის სახელია, რომლებიც სენსაციურები იყვნენ და მწვრთნელმა სპალეტიმ გუნდი ბრწყინვალე ერთეულად ჩამოაყალიბა. გუნდი მყარი და თავისუფალია დაცვაში, სანახაობრივი და ეფექტური კი შეტევაში“ - წერია სტატიაში

ქართველმა ტალანტმა ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, „ნაპოლიმ“ კი ჯგუფური ეტაპი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და 1/8 ფინალში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

0.111785