სხვა

11:48 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული კარატის ეროვნულ ფედერაციას მასპინძლისთვის განკუთვნილი დროშა გადაეცა

EKF-ის გადაწყვეტილებით 2024 წელს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება, რასთან დაკავშირებითაც, სპორტული კარატის ეროვნულ ფედერაციას სიმბოლური დროშა გადაეცა:



„საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია მოხარულია გაცნობოთ, რომ EKF-ის გადაწყვეტილებით 2024 წელს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება საქართველოში. ამის დასტურად სსკეფ პრეზიდენტს ბატონ თემურ გიგნაძეს ოფიციალურად გადაეცა დროშა. გილოცავთ ყველას ამ სასიხარულო ინფორმაციას. ამასთან, კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ და გაცნობოთ, რომ სსკეფ წარმოადგენს WKF-ის და EKF-ის ერთადერთ უფლებამოსილ, ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.“ - წერია საქართველოს სპორტული კარატის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

ევროპის გასული ახალგაზრდული ჩემპიონატი რამდენიმე დღის წინ კვიპროსში დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების ორმა წარმომადგენელმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. კუმიტეში 61 და 67 კგ. წონით კატეგორიებში იკა სულამანიძემ და უტა ფონიავამ ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს.

თეგებიკარატე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108052