ფეხბურთი

11:19 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კატარელი ინვესტორები „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენას გეგმავენ

ბრიტანული ცნობილი გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, კატარელი ინვესტორები „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენას გეგმავენ.



ინვესტორების ზუსტი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს ადამიანები კერძო, მაღალ შემოსავლიანი ინვესტორთა ჯგუფია, რომელთან 2022 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობაში დიდი როლი შეიტანეს.

ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელმა მფლობელებმა, გლეიზერებმა განაცხადეს, რომ კლუბის გაყიდვის შესაძლებლობებს ოფიციალურად განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება სარფიანი იქნება.

ცოტა ხნის წინ დოკუმენტირებული და დადასტურებული შეთავაზება ქიმიური კომპანიის, Ineos-ის მფლობელმა და ბრიტანეთის ყველაზე მდიდარმა მამაკაცმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა გააკეთა.

გლეიზერების მისამართით გულშემატკივართა უკმაყოფილება საკმაოდ დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს, თუმცა, ბოლო პერიოდში, კლუბის წარმატებების ფონზე მღელვარება ცოტა ხნით შეწყდა.

ამ მომენტისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში 42 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. გუნდი ასევე EFL CUP-ის ფინალშია გასული, სადაც „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114108