ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტანდემზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი თამაშიდან თამაშამდე უმატებენ, ამჟამად კი ევროპაში საუკეთესო წყვილია.
„კვარაცხელია და ოსიმენი ფენომენალურ დუეტს ქმნიან. ჩემი აზრით, ევროპაში ყველაზე ძლიერი წყვილია, გარდა იმისა, რომ ყველაზე ახალგაზრდები არიან, შესაბამისად, გაუმჯობესების წარმოუდგენელი პოტენციალი აქვთ. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ ბიჭების ლამაზ თამაშს კიდევ ვიხილავთ, მაგრამ სანამ, შეგვიძლია, აქ, ნეაპოლში დავტკბეთ. ასაკი, ფიზიკური ძალა, ალტრუიზმი - მათ ეს ყველაფერი აქვთ. ისინი ყოველთვის უმატებენ, თამაშიდან თამაშამდე და ეს სპალეტის დამსახურებაცაა“, - თქვა იმპროტამ.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ სერია A-ში ამ ფეხბურთელების ანგარიშზე საერთო ჯამში 24 გოლი და 12 საგოლე პასია.