მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი შესაძლოა დაითხოვონ. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
Relevo-ს ცნობით, ფლორენტინო პერესი ანჩელოტის შანსს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მისცემს, სადაც წარუმატებლობა შესაძლოა იტალიელს გათავისუფლების ფასად დაუჯდეს.
„რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში 8 თებერვალს, „ალ-აჰლის“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბს“ წარუმატებელი პერიოდი აქვს და ლა ლიგაში „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსასთან“ დამარცხდა.