ფეხბურთი

22:27 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი უკეთაა, მაგრამ უცნობია, ითამაშებს თუ არა "ნაპოლისთან"

„კრემონეზეს“ ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ჯერ სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

როგორც იტალიური კლუბის საიტი წერს, ლოჩოშვილის კონდიციები უმჯობესდება და თანაგუნდელებთანაც ერთად ივარჯიშა, ოღონდ მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვებზე.

საზარდულის ტრავმის გამო ლოჩოშვილს ბოლო რამდენიმე მატჩი გაუცდა და ახალი მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით არც უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის იქნება ის სათამაშოდ მზად.

აქვე გეტყვით, რომ „კრემონეზე“, რომელიც სერია A-ში 8 ქულით ბოლო ადგილზეა, უახლოეს მატჩს 12 თებერვალს, ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113813