ფეხბურთი

21:32 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მალათიასპორის" მეკარე ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას „მალათიასპორის“ მეკარე აჰმეთ ეიუპ თურქასლანი ემსხვერპლა.

28 წლის ფეხბურთელს ნანგრევებში ორი დღე ეძებდნენ და დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა დაადასტურა.

თურქასლანის მეუღლე ნანგრევიდან გუშინ ამოიყვანეს, მეკარის გადარჩენა კი, ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა და ბევრი ქალაქი სერიოზულად დააზიანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113539