ფეხბურთი

20:05 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ალვეში ლა ლიგაში ბრუნდება

ვეტერანი ბრაზილიელი მეკარე დიეგო ალვეში ესპანეთში ბრუნდება და ვიგოს „სელტას“ ღირსებას დაიცავს. ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა დადასტურდეს.

„სელტას“ 37 წლის მეკარის დამატება მას შემდეგ მოუწია, რაც ძირითადმა მეკარე, აგუსტინ მარკესინიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და ბრაზილიელმაც ის უნდა შეცვალოს.

დიეგო ალვეში ლა ლიგას კარგად იცნობს: 2007-2011 წლებში „ალმერიას“ კარს იცავდა, ხოლო 2011-2017 წლებში „ვალენსიას“ მეკარე იყო. 2017 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „ფლამენგოს“ რიგებში ირჯებოდა. ბრაზილიის ნაკრებში მას 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114935