ფეხბურთი

19:35 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის გუსტავო: "რონალდუს მოედანზე ყოფნით ჩვენთვის თამაში უფრო რთული ხდება"

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა ლუის გუსტავომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მოედანზე ყოფნა მათთვის საქმეს არ ამარტივებს, არამედ პირიქით - ართულებს.

"კრიშტიანუ რონალდუს მოედანზე ყოფნა ნამდვილად ართულებს ჩვენს საქმეს, რადგან ყველა მეტოქე უფრო მოტივირებულია და თითოეული გუნდი ცდილობს ჩვენთან თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს“, - აღნიშნა ლუის გუსტავომ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრის“ მაისურით დღემდე 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11737