კალათბურთი

16:48 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანაძეს ლიმასოლში ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

დუდა სანაძის ანორთოსისმა კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად მარცხი განიცადა. ფამაგუსტელები ლიმასოლში ჩავიდნენ და აპოლონს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 85:76 დასრულდა.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35:50 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ანორთოსისს 6 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ ნიქოზიის აპოელთან ჩაატარებს.

GBF.GE

0.119092