ფეხბურთი

16:22 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი: "ნაპოლის" თამაშის დროს სხვა არხზე ვერ ვრთავ, კვარაცხელიას შენარჩუნება კი რთული იქნება"

იტალიის ნაკრებისა და ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ „ნაპოლის“ შესახებ ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და როდესაც მათ თამაშს უყურებს, ტელევიზორს სხვა არხზე ვერ რთავს.

„ნაპოლი“ იმსახურებს იტალიის ჩემპიონობას იმის გამო, რასაც მოედანზე აჩვენებს, თუ როგორ ახერხებენ მატჩების შეცვლას და გადაწყვეტილებების პოვნას, მოთამაშეებს შორის ურთიერთგაგებისა და სპალეტის მუშაობისთვის. ამ მომენტში ვერავინ ხვდება, როგორ შეიძლება ასეთი გუნდის გაჩერება და ამისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ევროპის მასშტაბით მხოლოდ „აძური“ თამაშობს ასეთ ფეხბურთს და როდესაც მათ თამაშს ვუყურებ, ტელევიზორის სხვა არხზე გადართვას ვერ ვახერხებ, თუნდაც, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ თამაშობდეს.

კვარა და ოსიმენი ბრწყინვალენი არიან. „ნაპოლიში“ მათი შენარჩუნება ასეთი სეზონის შემდეგ ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით, თუ შეთავაზებები ისეთი ჩემპიონატიდან იქნება, როგორიც პრემიერლიგაა“, - თქვა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალშია გასული, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126124