ფეხბურთი

13:06 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა კვარაცხელიას და ოსიმენს ფასები დაადო, მაგრამ მათ შენარჩუნებას აპირებს

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ევროპული გრანდების ინტერესის ქვეშ არიან და „ნაპოლის“ მათ შესანარჩუნებლად მუშაობა მოუწევს.

La Repubblica წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ქართველ და ნიგერიელ ფეხბურთელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ძალიან სარფიან წინადადებას მიიღებს. უფრო მეტიც, კვარაცხელიას ზაფხულში გაყიდვა პრაქტიკულად გამორიცხულია და დე ლაურენტისის მიზანია, რომ ორივე შეინარჩუნოს, მეტწილად - კვარაცხელია.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელები ოსიმენს მინიმუმ 120 მილიონ ევროდ შეელევიან, ხოლო კვარასთან განშორება 80 მილიონ ევროზე ნაკლებად მოსალოდნელი არაა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველი იტალიელებმა მხოლოდ 10 მილიონ ევროდ დაიმატეს და მისი ფასი ძალიან გაიზარდა.

ჭორების მიუხედავად, კვარას „ნაპოლიდან“ დამდეგ ზაფხულს წასვლა თითქმის გამორიცხულია. უფრო მეტიც, აქტიურად საუბრობენ ახალ კონტრაქტზე, რომელსაც ხვიჩა დიდი ალბათობით ზაფხულში გააფორმებს: კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი ხელფასი გაორმაგდება 1.2 მილიონი ევროდან 2.4 მილიონამდე. ასე რომ, თუ სასწაული არ მოხდა, კვარაცხელია მომდევნო სეზონსაც იტალიურ კლუბში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110881