ფეხბურთი

11:23 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიო: „ბენზემა მაგალითია ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს“

მადრიდის „რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ, თავდამსხმელ კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გუნდში ასეთი კლასის ფეხბურთელი მყავს. ის კლუბში არსებული ღირებულებების ერთგულია. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სპორტსმენები ცდილობენ საზოგადოებისთვის პოზიტიურები იყვნენ, ბენზემა სწირედ ასეთია. კარიმი მაგალითია ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს.“ - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს Marca.

35 წლის ბენზემა ესპანურ კლუბს 2009 წელს შეუერთდა. ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, ბენზემა „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110692