ფეხბურთი

10:09 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შედეგებს გამოეხმაურა

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებზე ისაუბრა.

„საფეხბურთო საზოგადოების სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრების მიმართ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა მათთანაა. გვინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხდოთ ორივე ქვეყნის ხალხებს ამ საშინელ დროს.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ფიფას ოფიციალური ტვიტერი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების სერია მოხდა. ქალაქ გაზიანთეფთან დარტყმების სიმძლავრე 7,8 (10-დან) ბალი გახლდათ. სტიქიური უბედურებების შედეგად ქვეყნებში მრავალი შენობა ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 3 ათასამდე ადამიანი. მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა.

სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება.

0.119941