ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო და 1/16 ფინალში მასპინძელი კონსტან ლესტიენი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი სეტში ბასილაშვილმა უპირატესობა მოიპოვა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მაშინ, როდესაც სეტის მოსაგებად აწვდიდა, გეიმი საკუთარ ჩაწოდება დათმო და საბოლოოდ, სეტი ტაიბრეიკზე წააგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ვითარების გამოსწორება მეორე სეტში მოახერხა, რომელიც თავის სასარგებლოდ, ანგარიშით 7:5 დაასრულა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა.
შედეგად, ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, რომლის პირველი გეიმი ნიკოლოზმა საკუთარ ჩაწოდებაზე დათმო, მაგრამ მეტოქეს მაშინვე ბრეიკით უპასუხა, შემდეგ კი მეორე ბრეიკი მე-6 გეიმშიც გაახერხა და 4:2 დაწინაურდა. მოპოვებული უპირატესობა ბასილაშვილს ხელიდან არ გაუშვა და გამარჯვება მოიპოვა.
საბოლოოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი მეტოქე 2 საათსა და 32 წუთში, 6:7, 7:5, 6:2 დაამარცხა და მონპელიეს ტურნირის მერვედფინალში გავიდა.