ფეხბურთი

1:20 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილია თანხა, რომელსაც "ნაპოლის" ფეხბურთელები ბონუსად სკუდეტოს მოგების შემთხვევაში მიიღებენ

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ბონუსებს მიიღებენ „ნაპოლის“ ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში.

„ნაპოლისთვის“ სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლისთვის „მინიმალური“ პრიზი დაწესდა: 5 მილიონი ევრო თითოეულ მიღწევაზე, რომელიც 25 ფეხბურთელზე განაწილდება. პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს შეხვედრაზე ეს დაპირება მისცა“, - დაწერა ბარჯიჯამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალშია გასული, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

თეგებინაპოლი
0.124256