იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო კაპუტიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს შარშანდელთან შედარებით პროგრესი აქვს, რაც ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელების დამსახურებაა.
„ნაპოლის“ მხოლოდ თამაშის კარგი ხარისხი არ აქვს, ძლიერი ინდივიდებიც ჰყავს. კვარაცხელია შარშანდელი სეზონის ინსინიეზე 10-ჯერ ძლიერია. „ნაპოლიმ“ შესანიშნავი ფეხბურთელები იყიდა და გასულ სეზონთან შედარებით გაწეული სამუშაოთი გაუმჯობესდა“, - თქვა კაპუტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 56 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს.