ფეხბურთი

0:20 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: "ნოიერი "ბაიერნის" კაპიტანი არ უნდა იყოს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ლოთარ მათეუსმა გააკრიტიკა. როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ნოიერი „ბაიერნის“ კაპიტანი არ უნდა იყოს.

„მან დაუდევრობით თხილამურებზე ფეხით მოიტეხა, თავი დაიზიანა და კლუბსაც დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა ასეთი ინტერვიუ მისცა და კლუბს სასტიკად უტევს. რამდენიმე კვირის წინ თვითონ არ თქვა, რომ კლუბზე მაღლა არავინ იდგა? მან თქვა, რომ გული ამოგლიჯეს, მაგრამ არავინ მომკვდარა, უბრალოდ თანამშრომელი გაათავისუფლეს, ვისთანაც ის ახლოს იყო.

მანუელი აღარ იმსახურებს კაპიტნობას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომელსაც „ბაიერნსა“ და გერმანიის ნაკრებში უთამაშია, მისი მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ მისი რეპუტაცია ძალიან შეირყა. ჩემთვის გასაგებია, რომ მისი მეგობრის გათავისუფლებით იმედგაცრუებულია, მაგრამ საკადრო პოლიტიკა კლუბის პრეროგატივაა და არა ფეხბურთელის. მან სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით დიდი ძალაუფლება მოიპოვა და ლევანდოვსკისთან ერთად ბოლო წლების წარმატებებში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი არ აძლევს იმის უფლებას, რასაც ახლა აკეთებს“, - თქვა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერს "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლების გამო კონფლიქტი აქვს.

0.11957