სხვა

0:37 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელმა ბრინიონემ კომბინაციაში ოქროს მედალი მოიპოვა

საფრანგეთის მერიბელში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონტი დაიწყო, რომელზეც მედლების პირველი კომპლექტი, ქალთა შორის კომბინაციაში გათამაშდა. სუპერ-გიგანტისა და სლალომის თითო ცდის შემდეგ, საუკეთესო დრო იტალიელ ფედერიკა ბრიონიონეს ჰქონდა, ვინც ოქროს მედალს დაეუფლა.

ბრინიონე გახდა პირველი იტალიელი ქალი სამთო მოთხილამურე, ვინც კომბინაციაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან 1.62 წამით აჯობა მეორეზე გასულ შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს. მესამე ადგილზე კი ავსტრიელი რიკარდა ჰააზერი გავიდა.

„ორი მართლა კარგი რბოლა მქონდა. სუპერ-გიგანტი და სლალომი. კარიერაში მხოლოდ ოქროს მედალი მაკლდა და ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ იმით, რომ ორივე რბოლისას, ყურადღების მოკრება შევძელი“, - განაცხადა ჩემპიონმა.

ამერიკელ მიკაელა შიფრინს, ვინც მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, ჩქაროსნული შეჯიბრის შემდეგ, მეექვსე დრო ჰქონდა და ფავორიტად რჩებოდა. მაგრამ სლალომზე დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან ფინიშთან ახლოს, კარის ერთ ბოძს გადააბიჯა. ამის მიუხედავად, თავისი გამოსვლით კმაყოფილი დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10551