ფეხბურთი

23:35 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "ლუჩანო სპალეტი რომ ვიყო, ჩემპიონობის შემდეგ "ნაპოლის" დავტოვებდი"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ კლუბი უნდა დატოვოს.

გარდა ამისა, ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასზეც გაამახვილა ყურადღება და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

„კვარაცხელიას საგოლე პასით გამოჩნდა ფეხბურთელის გონიერება, რადგან მიხვდა, რომ იმ მომენტში საგოლე პასი უფრო ღირებული იყო, ვიდრე პირადი გოლი.

მე რომ სპალეტი ვიყო, სკუდეტოს მოგებისთანავე „ნაპოლის“ დავტოვებდი, რადგან ეს კურთხევა იქნებოდა. სპალეტიმ უნდა დატოვოს კვალი და თუ მომდევნო სეზონშიც ვერ მოახერხებს იმას, რასაც ახლა გუნდთან ერთად აკეთებს, მაშინ „ნაპოლიდან“ წავა, როგორც დამარცხებული და არა, როგორც გამარჯვებული. ამიტომ, მის ადგილას ჩემპიონობის შემდეგ წავიდოდი“, - თქვა ფედელემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115473